კონფიდენციალურობის პოლიტიკა
ბოლო განახლება: 2026 წლის 1 ოქტომბერი · ეხება HomeGrab v1.0.20-ს და შემდეგ ვერსიებს.
მოკლედ
- განცხადებების მონაცემები ინახება მხოლოდ შენს Google ცხრილში, შენსავე Google Drive-ზე. HomeGrab-ის სერვერზე ისინი არ იგზავნება.
- HomeGrab-ის სერვერი ინახავს მხოლოდ იმას, რაც ანგარიშის, ტარიფისა და გადახდების სამართავადაა საჭირო — ზუსტი სია ქვემოთაა.
- ბარათის მონაცემებს ჩვენ ვერ ვხედავთ: გადახდა ხდება საქართველოს ბანკის დაცულ გვერდზე.
- მონაცემებს არ ვყიდით და რეკლამისთვის არ ვიყენებთ.
1. რა უფლებებს ითხოვს Google-ისგან
შესვლა ხდება Google-ის OAuth 2.0-ით. მოთხოვნილი უფლებები ზუსტად ოთხია:
| უფლება | რას ნიშნავს |
|---|---|
drive.file |
წვდომა მხოლოდ იმ ფაილებზე, რომლებიც თავად გაფართოებამ შექმნა — პრაქტიკაში ეს არის შენი „HomeGrab Tracker" ცხრილი. დანარჩენ Drive-ზე წვდომა არა აქვს. |
openid | შესვლის დადასტურება. |
profile | ანგარიშის საბაზისო პროფილი (სახელი). |
email | ელფოსტის მისამართი. |
2. Chrome-ის ნებართვები
გაფართოება ითხოვს ექვს ნებართვას:
| ნებართვა | რისთვის |
|---|---|
identity | Google-ით შესვლა. |
storage | პარამეტრების შენახვა. |
alarms | ფონური ამოცანების განრიგი. |
notifications | გაფრთხილება, როცა შენი ჩარევაა საჭირო — მაგალითად, ss.ge-ის დრაფტის ფანჯარაზე. |
scripting | ფორმის შევსება ss.ge-სა და myhome.ge-ზე. |
tabs | ფორმის ჩანართის გახსნა და მდგომარეობის მიდევნება. |
3. სად მუშაობს და ვისთან უკავშირდება
გაფართოება ირთვება მხოლოდ ამ დომენებზე და სხვაგან არსად:
- ss.ge
- home.ss.ge
- static.ss.ge
- www.myhome.ge
- statements.myhome.ge
- api-statements.tnet.ge
- static-statements.tnet.ge
- static.my.ge
- *.googleapis.com
გარდა ამისა, ის უკავშირდება HomeGrab-ის სერვერს
(homegrab-api.usectl.com), ხოლო გადახდისას — საქართველოს ბანკის
გადახდის გვერდს.
4. განცხადებების მონაცემები
გადმოტანისას მუშავდება ის ინფორმაცია, რომელიც უკვე გამოქვეყნებულ განცხადებაშია: მისამართი, რაიონი, ფასი, ფართი, ოთახების რაოდენობა, აღწერა, ფოტოები და განცხადებაში მითითებული საკონტაქტო ნომერი. ეს მონაცემები იწერება შენს „HomeGrab Tracker" ცხრილში, შენსავე Google Drive-ზე, და HomeGrab-ის სერვერზე არ იგზავნება.
შენ მიერ აკრეფილი აღწერის ტექსტი ინახება მხოლოდ შენს კომპიუტერში.
5. რას ინახავს HomeGrab-ის სერვერი
| რა | რატომ |
|---|---|
| Google ანგარიშის იდენტიფიკატორი, ელფოსტა და სახელი | შესვლა და ანგარიშის ამოცნობა. |
| მოწყობილობის შემთხვევითი იდენტიფიკატორი (იქმნება გაფართოების დაყენებისას; არ არის კომპიუტერის ან აპარატურის მონაცემი), გაფართოების ვერსია, ბოლო გამოყენების დრო | ერთ ანგარიშზე ერთი აქტიური კომპიუტერის წესი; განახლების შეხსენება. |
| როდის დაყენდა გაფართოება ამ კომპიუტერზე და გამოიყენებოდა თუ არა ფასიან ვერსიამდე (მხოლოდ თარიღები და „კი/არა") | უფასო საცდელი პერიოდის უფლების განსაზღვრა. |
| პარამეტრების ასლი: აგენტის სახელი, ფასის დანამატი, ფართის დამრგვალება, კეთილმოწყობის ნაკრები, ქალაქი, თემა | პარამეტრები სხვა კომპიუტერზეც რომ აისახოს. |
| საცდელი პერიოდის თარიღები, ტარიფი, მოქმედების ვადა, სტატუსი, დადასტურებული პირობების ვერსია | ტარიფის მართვა. |
| გადახდები: ბანკის შეკვეთის ნომერი, თანხა, სტატუსი, გადახდის მეთოდი, ბარათის ბოლო 4 ციფრი და მოქმედების ვადა, ბანკის დადასტურება (ბარათის სრული ნომრის გარეშე) | გადახდის დადასტურება, ავტომატური განახლება, თანხის დაბრუნება. |
| ანგარიშზე ადმინისტრატორის მოქმედებების ჟურნალი | უსაფრთხოება და დავების გარჩევა. |
რას არ ინახავს: განცხადებების შინაარსს, მესაკუთრეების ტელეფონის ნომრებს, ss.ge-ის ან myhome.ge-ის პაროლებს, ბარათის სრულ ნომერს, ათვალიერების ისტორიას.
6. ვის ვუზიარებთ
- საქართველოს ბანკი — გადახდის დამუშავება. ბარათის მონაცემებს შეიყვან უშუალოდ ბანკის გვერდზე.
- usectl — ჰოსტინგი, სადაც HomeGrab-ის სერვერი და მონაცემთა ბაზა მუშაობს.
მონაცემებს არავის ვყიდით, რეკლამისთვის არ ვიყენებთ და მესამე მხარეს სხვა მიზნით არ გადავცემთ, თუ ამას კანონი არ მოითხოვს.
7. პაროლები
HomeGrab არასოდეს ითხოვს ss.ge-ის ან myhome.ge-ის პაროლს და არ ინახავს მას. ის მუშაობს იმ სესიაში, რომელშიც ბრაუზერში უკვე შესული ხარ.
8. შენახვის ვადა და წაშლა
ანგარიშის მონაცემები ინახება, სანამ ანგარიში აქტიურია. ანგარიშის წაშლა შეგიძლია მოითხოვო ელფოსტით: [email protected]. მონაცემებს წავშლით 30 დღის განმავლობაში, გარდა გადახდის ჩანაწერებისა, რომლებსაც ვინახავთ იმდენ ხანს, რამდენსაც საქართველოს კანონმდებლობა მოითხოვს.
ცხრილი შენია — შეგიძლია ნებისმიერ დროს წაშალო Google Drive-იდან. Google-ის წვდომის გაუქმება შესაძლებელია Google-ის ანგარიშის უსაფრთხოების გვერდიდან, ხოლო კომპიუტერში შენახული მონაცემები იშლება გაფართოების წაშლისას.
9. Google-ის მონაცემების გამოყენება
Google-ის API-ებიდან მიღებული ინფორმაციის გამოყენება შეესაბამება Chrome Web Store-ის მომხმარებლის მონაცემების პოლიტიკას, მათ შორის „Limited Use" მოთხოვნებს.
10. ცვლილებები და კონტაქტი
არსებით ცვლილებებს წინასწარ გამოვაქვეყნებთ ამ გვერდზე. სერვისს აწვდის „ჰოუმ გრაბი“, ს/კ 400453656. კითხვებისა და მოთხოვნებისთვის: [email protected], +995 575 77 81 42, ან Chrome Web Store-ის გვერდი: Home Grab.
In English
In short. Listing data (addresses, prices, photos, owners' phone numbers) is written only to your own Google Sheet in your own Google Drive and is never sent to HomeGrab's server. HomeGrab's server keeps only what it needs to run your account, plan and payments. Card details are entered on Bank of Georgia's secure page and never reach us. We do not sell data or use it for advertising.
HomeGrab signs you in with Google OAuth 2.0 and requests exactly four scopes:
drive.file (only files the extension created — your “HomeGrab
Tracker” sheet), openid, profile and email.
It requests six Chrome permissions (identity, storage,
alarms, notifications, scripting,
tabs), runs only on ss.ge, home.ss.ge, static.ss.ge, www.myhome.ge,
statements.myhome.ge, api-statements.tnet.ge, static-statements.tnet.ge,
static.my.ge and googleapis.com, and connects to HomeGrab's server
(homegrab-api.usectl.com) and, when you pay, Bank of Georgia's
payment page.
HomeGrab's server stores: your Google account ID, email and name; a random device ID created on install (not a hardware identifier), the extension version and when you last used it; when the extension was first installed on this computer and whether it was used before the paid version (dates and a yes/no only, for free-trial eligibility); a backup of your settings (agent name, price addition, area rounding, amenity preset, city, theme); your trial dates, plan, period, status and accepted terms version; payment records (bank order number, amount, status, payment method, the card's last 4 digits and expiry, and the bank's confirmation, never the full card number); and a log of administrator actions on your account. The description text you type stays on your computer only.
Not stored: listing contents, owners' phone numbers, your ss.ge or myhome.ge passwords, full card numbers, browsing history. Shared with: Bank of Georgia (payment processing) and usectl (hosting). Account data is kept while your account is active; request deletion at [email protected] and we delete it within 30 days, except payment records kept as long as Georgian law requires.
The use of information received from Google APIs will adhere to the Chrome Web Store User Data Policy, including the Limited Use requirements.
Provided by „ჰოუმ გრაბი“ (HomeGrab), company ID 400453656 · [email protected] · +995 575 77 81 42